,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 , მე-20 და 21-ე პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების , სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N10/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2025 წლის 7 ივლისის N16732/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 4 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება:
როზეტა გუჯეჯიანი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ნინო ჩირგაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
ქეთევან ალავერდაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ნაზი აზიკური - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება:
ნათია ჯალაბაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ირმა კვაშილავა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია:
დავით ჭითანავა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:
გია გელაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ლელა მიქიაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან.
3.წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია